სამრეკლო
1862 წელს არქიმანდრიტი მაკარის (მატათაშვილი) ხელმძღვანელობით ბოდბის მონასტერში სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონი ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა. სამრეკლოს არქიტექტურაში ერთმანეთთანაა შერწყმული ნეოგოთიკური და ქართული საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტები. წვეტიანი გადახურვა და ვერტიკალური ხაზები ნეოგოთიკის კლასიკური ნიშნებია, აგურისა და ღია ფერის დეკორის მონაცვლეობა — დასავლური გავლენის ელემენტი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს გავრცელდა საქართველოში; ხოლო თაღოვანი სარკმლები და გეომეტრიული დეკორი, ფასადზე მოთავსებული ჯვრები და ორნამენტები ტრადიციული ქართული არქიტექტურისათვისაა დამახასიათებელი.
XXI ს. დასაწყისში სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარდა.
XXI ს. დასაწყისში სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარდა.
0:00
0:00