მონასტრის ამჟამინდელი ცხოვრება
1991 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით ბოდბეში გაიხსნა დედათა მონასტერი. მას მერე მიმდინარეობს უძველესი სავანის აღორძინება – სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა წმინდა გიორგის ტაძარს, განახლდა წმინდა ნინოს საფლავი, მონაზვნების სენაკები და მოიხატა მონასტრის სატრაპეზო. წმ. ნინოს წყაროზე მოეწყო განსაბანი და აიგო წმინდანის მშობლების, წმ. ზაბულონისა და სოსანას ტაძარი. ასევე აშენდა წმ. ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი, და წმ. თამარ აღმსარებლისა და წმ. გაბრიელ სალოსის სახელობის მცირე ეკლესიები. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონასტრის დები უძველეს ქართული ხელნაწერთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ქველმოქმედი ადამიანების შემწეობით, მათ შორის არიან მონასტრის მეცენატები: ნინა კოსწინა, არჩილ გეგენავა და ლაშა პაპაშვილი. ამჟამად მონასტერში 32 მონაზონი და მორჩილია. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია თეოდორა (მახვილაძე).
0:00
0:00