იოანე ბოდბელი

რუსი ეგზარქოსების მიერ ბოდბის ეპარქიის გაუქმებამდე მისი უკანასკნელი მღვდელმთავარი ცნობილი საეკლესიო მოღვვაწე იოანე ბოდბელი (მაყაშვილი) გახლდათ. მისი ღვაწლით 1823 წელს კიდევ ერთხელ შეიმკო და გამშვენდა სავანე: მოიხატა წმინდა გიორგის ტაძრის ინტერიერი, გაკეთდა ახალი კანკელი რომელსაც 2014 წელს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა, აშენდა საეპისკოპოსო სასახლე კარის ეკელსიითურთ. ამ დროს ბოდბეში მოქმედება სასულიერო სემინარია. იოანე მაყაშვილი გარდაიცვალა 1837 წელს. მის გარდაცვალებასთან ერთად ბოდბის ეპარქიაც გაუქმდა და მონასტერიცა და სემინარიაც მოიშალა. იოანე ბოდბელი განისვენებს წმინდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთი სვეტის წინ.
0:00
0:00