ვებგვერდი ჯერ სამუშაო პროცესშია — განახლებებს მუდმივად ვამატებთ.
უკან დაბრუნება

ივერიის ღვთისმშობლის ხატი

ივერიის ღვთისმშობლის ხატი
მონასტრის ერთ-ერთი სიწმინდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენდგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა. ხატს დღემდე ეტყობა დანის ნასერის კვალი. მოგვიანებით ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა.
0:00
0:00
🏛️

მონასტრის წესები

🤫

გთხოვთ, თავი შეიკავოთ ხმაურისგან მონასტრის ტერიტორიაზე.

📵

ასევე გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფოტო-ვიდეობის გადაღებისგან ეკლესიებსა და სხვა წმინდა ადგილებში.

👔

გთხოვთ, ჩაიცვათ მოკრძალებულად, დაფარული მხრებითა და მუხლებით. ქალებისთვის რეკომენდებულია თავსაბურავი წმინდა ადგილებში შესვლისას.

ძვირფასო მომლოცველებო! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმყოფებით მოქმედ დედათა მონასტერში და ამ ადგილის მთავარი დანიშნულება წმინდა ნინოს თაყვანისცემაა!