ვებგვერდი ჯერ სამუშაო პროცესშია — განახლებებს მუდმივად ვამატებთ.
უკან დაბრუნება

წყაროში ჩასვლის წესები:

  • 1

    თუკი წყაროზე ბევრი ხალხია, მორიგე მონაზონთან ჩაეწერეთ და დაიკავეთ რიგი.

  • 2

    რიგში დგომისას არ იხმაუროთ, არამედ ილოცეთ.

  • 3

    ემბაზში შესვლის წინ ფეხსაცმელი გაიხადეთ და ჩაიცვით ფლოსტი (რომელიც გარეთ დაგხვდებათ).

  • 4

    ემბაზში შესვლის შემდეგ ტანზე გაიხადეთ და ჩაიცვით კვართი; კვართის შეძენა იქვე შეგიძლიათ (საშუალო ზომა ₾10, დიდი ზომა ₾15, ბავშვის ₾6), თუ შეძენა არ გსურთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ საერთო კვართით, რომელიც შიგნით ემბაზშია.

  • 5

    წყალში ჩასვლის წინ ფლოსტი გაიხადეთ და კიბეებით ჩადით ემბაზში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, სამჯერ ჩაყვინთეთ და ისევ კიბეებით ამოდით.

  • 6

    გაიხადეთ სველი კვართი და ჩაიცვით თქვენი ტანსაცმელი. თუ კვართი ნაყიდია, შეგიძლიათ თან წაიღოთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაიცვათ, ხოლო თუ საერთოა, იქვე დატოვეთ.

  • 7

    გარეთ ტანსაცმლის გამოცვლა დაუშვებელია.

  • 8

    ავადმყოფები და სასულიერო პირები ემბაზში რიგის გარეშე დაიშვებიან.

წმინდა ნინოს წყარო

ბოდბის მონასტრის ეზოში უძველესი დროიდან წყარო მოედინებოდა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს ლოცვით იყო აღმოცენებული. კომუნისტური რეჟიმის დროს წყარო ეზოდან დაიკარგა და ღრმად ხევში აღმოცენდა. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში წმინდა ნინოს წყაროზე განსაბანი და მისი მშობლების, ზაბილონისა და სოსანას, სახელობის ტაძარი აიგო. ამ წყაროში დღესაც უამრავი ადამიანი განიბანება და სულიერ და ხორციელ კურნებას იღებს.

წმ. ნინოს წყაროს წყალი არ მრავლდება.

წყაროში მომლოცველებს განბანა შეუძლიათ ყოველდღე 10:00 – 17:00 საათამდე.
წყარომდე მიდის როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზა.
0:00
0:00
🏛️

მონასტრის წესები

🤫

გთხოვთ, თავი შეიკავოთ ხმაურისგან მონასტრის ტერიტორიაზე.

📵

ასევე გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფოტო-ვიდეობის გადაღებისგან ეკლესიებსა და სხვა წმინდა ადგილებში.

👔

გთხოვთ, ჩაიცვათ მოკრძალებულად, დაფარული მხრებითა და მუხლებით. ქალებისთვის რეკომენდებულია თავსაბურავი წმინდა ადგილებში შესვლისას.

ძვირფასო მომლოცველებო! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმყოფებით მოქმედ დედათა მონასტერში და ამ ადგილის მთავარი დანიშნულება წმინდა ნინოს თაყვანისცემაა!