ვებგვერდი ჯერ სამუშაო პროცესშია — განახლებებს მუდმივად ვამატებთ.
უკან დაბრუნება

წმინდა თამარ აღმსარებლის სახელობის ტაძარი

წმინდა თამარ აღმსარებლის სახელობის ტაძარი აშენდა 2023-25 წლებში.

წმ. თამარ აღმსარებელი, ერში თამარ მარჯანიშვილი (1868 - 1936), კოტე მარჯანიშვილის და გახლდათ. იგი ძალიან ახალგაზრდა მოვიდა ბოდბის მონასტერში და აღიკვეცა მონაზვნად. აქვე იყო იგი დადგენილი იღუმენიად 1902-07 წლებში, რის შემდეგაც იგი რუსეთში გადაიყვანეს ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად. მან დევნა და მრავალი ტანჯვა დაითმინა კომუნისტური რეჟიმისაგან, იყო გადასახლებული ციმბირში. ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა მოსკოვის შემოგარენში. მისი წმინდა ნაწილები დაკრძალულია მისმიერვე დაარსებულ სერაფიმე-ზნამენსკი სკიტში. მისი წმინდა ნაწილი ინახება ბოდბის მონასტერში.
0:00
0:00