წმინდა გიორგის ეკლესია
წმ. გიორგის ტაძარი უძველესია მონასტერში არსებული შენობებიდან და აგებულია IV ს-ის I ნახევარში. იგი ააშენა მეფე მირიანმა წმ. ნინოს გარდაცვალებისთანავე მის საფლავზე. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გააფართოვა ეკლესია. დღევანდელი სახე (სამეკლესიანი ბაზილიკა) IX სუკუნეში მიიღო. შუა საუკუნეებში აქ იკურთხებოდნენ კახეთის მეფეები. XVII ს-ში ტაძარს დიდი ზიანი მიაყენა შაჰ-აბასის შემოსევებმა, რის შემდეგაც ტაძარი მეფე თეიმურაზ I-ს აღუდგენია.
XIX ს-ში ტაძარი კიდევ ერთხელ გამშვენდა ბოდბელი ეპისკოპოსის იოანე მაყაშვილის დროს. მისი კურთხევით 1823 წელს ეკლესია მოიხატა და გაკეთდა ახალი კანკელი. მხარტვრობა შუა საუკუნეებიდან ახალი დროზე გარდამავალი ხანის ნიშნებით ხასიათდება. შესრულებული უნდა იყოს ქართველი მხატვრის/მხატვრების მიერ ზეთის საღებავებით. ტაძარში დაცული ხატების უმრავლესობა მე-19 საუკუნისაა. კანკელი კი დავით-გარეჯის მონასტრის სახელოსნოებშია დამზადებული. 1837 წელს იოანე ბოდბელის გარდაცვალების შემდეგ ბოდბეში მონასტერი დაიკეტა და ეპარქია გაუქმდა. ამის შემდეგ აქაურობას არქიმანდრიტები განაგებდნენ.

0:00
0:00