უკან დაბრუნება

წმინდა ნინოს ცხოვრება

წმინდა მოციქულთასწორი ქალწული ნინო წარმოშობით წარჩინებული კაბადოკიური ოჯახიდან იყო. მამამისი ზაბილონი, წმინდა დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავი, რომის იმპერატორის მხედართმთავარი გახლდათ, დედა კი - იერუსალიმის პატრიარქის და. ნინო თორმეტი წლისა იყო, როცა მშობლებმა მთელი ქონება გაყიდეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ. მალევე ზაბილონი გამოეთხოვა ოჯახს და იორდანეს უდაბნოში განმარტოვდა სამოღვაწეოდ, ხოლო სოსანა მისმა ძმამ, იერუსალიმის პატრიარქმა, უძლურთა მომვლელად განაწესა. თავად ნინოს აღზრდა კი ერთ მორწმუნე ქალს მიანდო. ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი რჯული და ნინო ყველაფერში კეთილად…
0:00
0:00
🏛️

მონასტრის წესი

🤫

გთხოვთ, თავი შეიკავოთ ხმაურისგან მონასტრის ტერიტორიაზე.

📵

ასევე გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფოტო-ვიდეობის გადაღებისგან ეკლესიებსა და სხვა წმინდა ადგილებში

👔

გთხოვთ, ჩაიცვათ მოკრძალებულად, დაფარული მხრებითა და მუხლებით. ქალებისთვის რეკომენდებულია თავსაბურავი წმინდა ადგილებში შესვლისას.